საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ "ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის კანდიდატები წარადგინა, რომლებიც ქუთაისის საკრებულოში იყრიან კენჭს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას” 25 კანდიდატი ჰყავს; აქედან 10 – მაჟორიტარული წესით უნდა შეირჩეს. სიის პირველი ნომერია ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძე, ხოლო მეორე ნომერი - ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე. კანდიდატების წარდგენა დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართა.