ახალი მშენებლობები, ახალი საწარმოები ახალი სამუშაო ადგილებისთვის – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის გუნდის ეს ლოზუნგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბათუმში, ერას ქუჩაზე შეკრებილ მოსახლეობას გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა "ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს წევრობის კანდიდატები. ბათუმში მერობის კანდიდატად რობერტ ჩხაიძე დასახელდა.