,,კორცხელის არჩევნებმა, დაგვანახა, რომ არანაირ საარჩევნო სისტემის ცვლილებას აზრი არ აქვს“ - გოგორიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო საქმიანობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას დავით ბერძენიშვილმა „ქართული ოცნების“ თამაში უწოდა. ბერძენიშვილი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ გერმანულ მოდელზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მათ მიერ პარლამენტშია ინიცირებული და რომლის მხარდასაჭერადაც, რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ნაცინალური მოძრაობის ხმები გადამწყვეტია.„ნიუპოსტი“ დაინტერესდა რას აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი მომხრე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თავადაც გახლდათ. პარტიამ უკვე გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას კორხელის ინციდენტში მონაწილე პირების დასჯა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა არ აპირებს საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას.ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ კორცხელის არჩევნებმა აჩვენა, რომ სულ ერთია რა სისტემა იქნება თუ ხელისუფლების დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორიც ეს იყო შუალედური არჩევნების დროს.„რესპუბლიკელების მხრიდან „ქართული ოცნების“ თამაშზე საუბარი, რბილად რომ ვთქვათ უხერხულია, იმიტომ რომ დღემდე უმრავლესობაში რჩებიან, რომლებიც არიან პასუხისმგებლები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ასე რომ ვინ-ვინ და რესპუბლიკელები ამაზე ხმას ნუ ამოიღებენ. რაც შეეხება ე.წ გერმანულ მოდელთან დაკავშირებით ჩვენს დამოკიდებულებას, ნებისმიერ სისტემას, რომელიც აღნიშნულის გაუქმებას გულისხმობს მხარს დავუჭერთ და ჩვენ ვიქნებით იმ კონსენსუსის აუცილებელი მონაწილეები, რომელიც ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. მაგრამ კორცხელის არჩევნებმა, ამ მოვლენებმა რომელიც განვითარდა, დაგვანახა ერთი რამ რომ, არანაირ საარჩევნო სისტემას აზრი არ აქვს. სულ ერთია რა სისტემა იქნება თუ ხელისუფლების დამოკიდებულება იქნება ისეთი, როგორიც ეს იყო შუალედური არჩევნების დროს. ასე რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას მაშინ ექნება აზრი, როცა ხელისუფლებას აქვს ნება ჩატარდეს ღია და გამჭვირვალე არჩევნები. მაშინ როდესაც უმრავლესობის არც ერთ წევრს ერთი სიტყვითაც არ დაუგმია, ის საზიზღრობა და ის საშინელი დანაშაული რაც კორცხელში მოხდა რაზეა საერთოდ საუბარი“- განუცხადა „ნიუპოსტს“ დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა.მისი თქმით, თუ კორცხელის ინცინდენტში მონაწილე პირები არ დაისაჯნენ, საარჩევნო სისტემის ცვლილებას აზრი ეკარგება.„ჩვენ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, სანამ არ დააკავებენ და არ დასჯიან ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს. რაც უფრო მალე გააკეთებენ ამას მით უფრო სწრაფად შეიძლება სხვა პირობებზე საუბარი. ახლა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე და ნებისმიერ კანონპროექტზე საუბარი ეს არის შეუქმნა ანტურაჟი დღევანდელ ხელისუფლებას, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ“- განმარტა „ნიუპოსტთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.დეპუტატმა „ნიუპოსტთან“ ქვეყანაში არსებულ შერჩევით სამართლაზეც გაამახვილა ყურადღება.„ჩვენ ვხედავთ როგორი ოპერატიულები იყვნენ ისინი, როცა დეპუტატ ლორთქიფანიძის პიჯაკი შეილახა. ისინი ოპერატიულები არიან როცა მოსახლეობა ივანიშვილის მიერ ბოტანიკური ბაღის მიტაცებას აპროტესტებს. ისინი აკავებენ ამ ადამიანებს, სხვადასხვა სისხლის თუ ადმინისტრაციული მუხლების საფუძველზე. რაც შეეხება კორცხელში განვითარებულ მოვლენებს, ოთხი დღეა გასული ამ დანაშაულიდან და ხელისუფლება დაკავებულია დამნაშავეთა გამართლებით. უმჯობესია დათო ბერძენიშვილმა პასუხი გასცეს იმ დეპუტატებს, რომლებიც დამნაშავეებს ვაჟკაცებად მოიხსენიებენ. ან იჯდეს მათ გვერდით და როგორც ამ ოთხი წლის განმავლობაში ხმას აძლევდა მოსმენების კანონს, სასმართლოს წინააღმდეგ მიმართულ ახალ პროცედურებს და სხვა. ამის შემდეგ თამაშზე საუბარს თავი დაანებონ და გაიხსენონ, რომ ნაწილობრივი პასუხისმგებლობა არ არსებობს. პასუხიომფებლობა იმაზე რაც ხდება ეკისრებათ მათაც, ამ პარტიის ლიდერები დღემდე მთავრობაში რჩებიან“- აღნიშნა ხათუნა გოგორიშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართველ ხალხს ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 98 წლის წინ დღევანდელ დღეს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ - რუსეთის 117 წლიანი ბატონობის შემდეგ - საქართველო თანამედროვე დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. 1918 წლის 26 საქართველოს ევროპული ცივილიზაციისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. თავისუფლების მოკლე პერიოდში საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ შეეძლო შეექმნა მომუშავე დემოკრატიული ინსტიტუტები - პირდაპირი გზით არჩეული მრავალპარტიული პარლამენტი, ნაფიც მსაჯულთა სასმართლო, შეიარაღებული ძალები, ცენტრალური ბანკი, ევროპული ტიპის, სახელმწიფოსადმი სრულიად ლოიალური პარტიები და ა.შ. საქართველომ ასევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და იქცა საერთაშორისო სამართლის სრულფასოვან სუბიექტად. წარმატების გზაზე მდგარ საქართველოს დამოუკიდებლობა საბჭოთა რუსეთის 1921 წლის მუხანათურმა თავდასხმამ და ოკუპაციამ შეწყვიტა.დღევანდელ დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ყველა იმ მამულიშვილს - ოფიცერს, ჯარისკაცს, პოლიტიკოსს თუ უბრალოდ მოქალაქეს რომელთაც სიცოცხლე საქართველოს თავისუფლების იდეას შესწირეს როგორც საბჭოთა ოკუპაციის ასევე 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ჩვენი თაობის ვალია იმ იდეებს, რომლებსაც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი ეფუძნება, ხორცი სრულფასოვნად შევასხათ. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ქართველი ხალხის უდიდესი მონაპოვარია რომლის შენარჩუნება და განმტკიცება მხოლოდ ერთიანობითა და სიმტკიცითაა შესაძლებელი.გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს

დღეს, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო ბოიკოტის" შესახებ განაცხადა. "მაშინ, როცა კორცხელის დანაშაულის ყველა მონაწილე დაუსჯელია; მაშინ, როცა აშკარაა, რომ ძალადობის დამკვეთები საქართველოს მთავრობაში არიან; როცა ცხადია, რომ ყველა ინსტიტუტი და ხელისუფლების შტო ივანიშვილის ყმად არის ქცეული,  სხდომებში მონაწილეობა აზრს მოკლებულია. ბოიკოტი გაგრძელდება მანამ, სანამ დანაშაულის მონაწილეებიი და დამკვეთები არ დაისჯებიან" - განაცხადეს ფრაქციის წევრებმა.8 ოქტომბერს ქართველი ხალხის ნებით არჩევნებზე ზუსტად ის შედეგი დადგება რაც კორცხელსა და ნასაკირალში.

კორცხელის ინციდენტში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მონაწილეობდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მედია მდივან ირამა ნადირაშვილის განცხადებით, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაში ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია იანტბელიძე მონაწილეობდა."სატელევიზიო კადრებიდან ამოღებულ ფოტოზე ჩანს გია იანტბელიძე, რომელიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ნიკა მელიას მიმართ დაიწყო ჩხუბი. გია იანტბელიძე არის ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ჩვენ მივმართავთ ჭიდაობის ფედერაციას, ასევე მივმართავთ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მიიღონ გადამწყვეტი ზომები და გია იანტბელიძე გადააყენონ მწვრთნელის პოზიციიდან. იმედი გვაქვს, რომ კალაძის ცოლის ძმის მფარველობა გია იანტბელიძეს დაკავებულ თანამდებობას ვერ შეუნარჩუნებს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

ბაქრაძე: ხელისუფლება, რომელიც ხალხზე არ ზრუნავს, დამარცხდება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, გუშინ სამეგრელოსა და გურიაში პარტიის კანდიდატების გამარჯვება, საქართველოს მომავლისთვის  ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი იყო."მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართული არჩვენების წინასწარ შედეგებს. მიმაჩნია, რომ ის რაც გუშინ მოხდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში,  ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი იყო საქართველოს მომავლისთვის. ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას.ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე, ასეთი ხელისუფლება საქართველოში დამარცხდება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. მინდა ასევე შევეხო კორცხელის თემას. იქ რაც მოხდა, თავისი სისასტიკით, თავისი, თავისი ცინიზმით ცილდებოდა ყოველგვარ ფარგლებს. ქართულმა ოცნებამ გუშინ მოაწყო სისხლიანი ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ. მაგრამ ამომრჩეველმა ამას გასცა პასუხი გუშინვე კორცხელში, როცა მხარი დაუჭირეს ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ბაქრაძემ.    

ენმ მთელს საქართველოში