ენმ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციად აფასებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაციად აფასებს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა.„ჩვენ, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ვმართავთ.ცვლილებები ეხება შემდეგს: ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ ძალიან რთული არჩევნები ელოდება  და შესაბამისად, ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციის უზურპაცია მოახდინონ, რათა საარჩევნო პროცესის და შედეგების მანიპულაცია შეძლონ. არსებობს სრული კონსენსუსი ყველა იმ ძალას შორის იქნება ეს პოლიტიკური თუ არასამთავრობო სექტორი, რომ აღნიშნული ცვლილება  უკან გადადგმული ნაბიჯია და ის  საარჩევნო გარემოს  გაუარესებას ემსახურება.ამიტომ, ჩვენ საქართველოს პარლამენტში  ალტერნატიულ ცვლილებებს დავარეგისტრირებთ და ასევე, მივმართავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და საქართველოს პრეზიდენტს საჯაროდ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.ეს არ არის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, ეს არის ძირეული ცვლილებები და აუცილებელია კონსულტაციები გაიმართოს როგორც  არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან.ეს ცვლილებები  რეალურად შეუძლებელს ქმნის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.„     

ენმ: ბიძინა ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანი ბიზნესზე ზეწოლას განაგრძობს

შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“, „ტერაბანკი“  „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ და ა.შ. - ეს იმ უხოური კომპანიების ჩამონათვალია, რომელთა მიმართაც ზეწოლა მიმდინარეობს. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას შემდეგ რაც ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა დაიმორჩილა, დააშანტაჟა ქართული ბიზნესი, უცხოელ ინვესტორებსაც მიადგა. „2012 წელი, 5 ოქტომბერი: „მე გაძლევთ პირობას, რომ ჩემი ხელისუფლება თანაბარ პირობებში ჩააყენებს ბიზნესებს და აღმოფხვრის სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის პრაქტიკას.„თუ ხელისუფლების წარმომადგენელი ახდენს თქვენზე ზეწოლას აუცილებლად უნდა  დაიწყო ყვირილი მე გამაუპატიურეს... და უნდა შემოჰკრა განგაშის ზარს“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსთუმცა, მას შემდეგ დღემდე არაერთმა ქართველმა თუ უცხოელმა ბიზნესმენმა განიცადა ზეწოლა.ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა კლანმა, ჯერ დაიმორჩილა, დააშანტაჟა და სრულ მორჩილებაში მოიყვანა ქართული ბიზნესი, ხოლო შემდეგ უცხოელ ინვესტორებს მიადგა. კომპანიებს, რომელთაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვთ განახორციელებული საქართველოში. ამ კომპანიებზე ხდება ხელოვნურად, მიზანმიმართულად  პრობლემების შექმნა, რაშიც ივანიშვილს მხარს უმაგრებს ასევე მის მორჩილებაში მყოფი სასამართლო სისტემა და ამ სისტემის ურცხვი მოსამართლეები.დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ნაწილს იმ უცხოურ კომპანიებს, რომელთა მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ქმედებები და ასევე, იმ მოსამართლეების გვარებს, ვინც ამ უკანონობაშია ჩართული.შ.პ.ს. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოსამართლე გიორგი დარახველიძე, ჯარიმის ოდენობა 365 მლნ.ლარი. მოსამართლე გოჩა აბუსერიძე ჯარიმის ოდენობა 200 მლნ.ლარი.„ტერაბამკი“  „ფილიპ მორისი“ „ბრითიშ ამერიქან თობაქო“ მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, ჯარიმის ოდენობა 150 მლნ. აშშ.დოლარი.„დემირელის კოლეჯი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,5 მლნ.ლარი, დაყადაღებულია მთელი მათი ქონება, ხოლო მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მუსტაფა ჩაბუქს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, ჯარიმის ოდენობა 1,35 მლნ.ლარი, ხოლო მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, გერმანიის მოქალაქე ჯიაჰან ჰაკინი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდანვე გაუკეთეს დეპორტაცია.კატეგორიულად მოვითხოვთ კიდევ ერთხელ: შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა. ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი სხვა პოტენციური ინვესტორებისთვის და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, რაც აუცილებლად გამოიღებს თავის უარყოფით შედეგს ჩვენი ქვეყნის ისედაც შეჩერებული ეკონომიკური განვითარებისთვის.“ 

იბრაგიმოვის აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ლაფანყურის ტრაგედისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებით ქვეყნის უშიშროებას საფრთხე შეუქმნა და ამაზე იბრაგიმოვის აღიარება მეტყველებს."მინდა გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ცნობები. ავსტრიაში, ევროპული სასამართლოს წინაშე, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩეჩენმა მებრძოლმა იბრაგიმოვმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ ის იყო ჩანერგილი აგენტი, ასრულებდა ფსბ-ს დავალებებს და პირადად იღებდა ამ დავალებებს კადიროვისგან.იბრაგიმოვის ეს აღიარება თვალნათლივ აჩვენებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ პროვოკაციის მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია მისი შეცვლის მიზნით."ქართული ოცნების" პირველივე ნაბიჯები და კომენტარები მიმართული იყო იქით, რომ ბრალი აეცილებინა რუსეთის ხელისუფლებისთვის და დაედანაშაულებინა საქართველოს მთავრობა მომხდარ ტრაგედიაში.ეს განცხადებები სრულიად იდენტური იყო იმ განცხადებებთან, რომელსაც იმ პერიოდში აკეთებდა რუსეთის ხელისუფლება. მაგალითისთვის გავიხსენებ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს, რომ გამოძიების შედეგები იქნება შოკისმომგვრელი საზოგადოებისთვის და დიდი ალბათობით ტერორისტები მართლაც გადიოდნენ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე.ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე აჰმედ ჩატაევი, რომელიც არის საერთაშორისო ტერორისტი და შესულია აშშ-ს სპეციალური ტერორისტების სიაში. ის ახალი გარემოებები, რომელზეც ვსაუბრობთ და იბრაგიმოვის აღიარება ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ლაფანყურის ტრაგედია გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის უშიშროება და უსაფრთხოება. ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სახელმწიფოს მოქმედება იყო სწორი, ეფექტური და ერთადერთი შესაძლებელი იმ ვითარებაში".

მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების არ მოჭრის მიზეზით, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა

პროექტი, რომელიც თბილისში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობდა ივანიშვილის ინტერესების გამო შეჩერდა. დედაქალაქის მერის მიერ დასახელებული მიზეზი, კი თითქოსდა ესტაკადის შეჩერება ხეების მოჭრის საფრთხის გამო მოხდა, ტყუილია.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა.„თბილისის მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების მოჭრის საფრთხის, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა.კერძოდ, პროექტი შეჩერდა იმიტომ, რომ ესტაკადას ივანიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის დათმობის პირობით აქვს შეძენილი.დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოთხოვა ვალდებულებების შესრულება.თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა  მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ეს კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს?! მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

ენმ პრემიერს მოუწოდებს დასეტყვილი სოფლები მოინახულოს და პირადად გაეცნოს ზარალს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოუწოდებს კახეთში, სეტყვით დაზარალებული სოფლები მოინახულონ, აღწერონ ზარალი და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიას.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა ისაბრა.„მინდა ვისაუბრო პრობლემაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად კახეთის რეგიონს აწუხებს. ხელისუფლების ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც 2013 წელს დაიწყო და 2015 წელს დასრულდა, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მონტაჟი იყო. აღნიშნული პროექტი  ხელისუფლებას 20 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ყოველწლიურად კი ბიუჯეტიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი იხარჯება შესაბამისი ჭურვების შესაძენად. მაგალითად, მიმდინარე წლის მაისში, პრემიერის განკარგულებით, ტენდერისთვის, რომლითაც შესაბამისი ჭურვები უნდა შეძენილიყო 1.5 მილიონი გამოიყო.ფაქტობრივად ის თანხები, რომელიც ხელისუფლებამ 2015 წელს გადაიხადა და შემდეგ ყოველწლიურად იხარჯება, წყალშია გადაყრილი, რადგან 40 დასეტყვილი სოფელი გვაქვს, სადაც ხელისფულებას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.მივმართავთ ხელისუფლებას:სასწრაფოდ ჩავიდეს კახეთში პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ადგილზე შეისწავლონ ზარალის მასშტაბები და პირადად უხელმძღვანელონ ზარალის დამთვლელ კომისიასაღნიშნული სოფლები გამოცხადდეს სტიქიური უბედურების ზონად და სასწრაფოდ დაიწყოს ზარალის ანაზღაურებადაზარალებული გლეხები 2017 წელს მიწის გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ასევე, ხელისუფლებამ იზრუნოს აღნიშნულ გლეხებს გაეწიოთ შეღავათები იმ სესხებზე, რომლებიც   სასოფლო სამეურნეო სავარგულების მოსავლელად  აქვთ აღებული.“ 

რეპრესიებმა და საზოგადოების ტერორის პრაქტიკამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაპატიმრებული მომღერლები და დადგეს ყველა იმ პირის  პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ საქმეში. მათ შორის, ძალოვანი უწყებების ხელმძღანელებმა დატოვონ თანამდებობები.  აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოტე იოსელიანმა ისაუბრა.  „ნარკოტიკების ჩადებით მომღერლების დაპატიმრება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან რეპრესიებმა და საზოგადოების ტერორის პრაქტიკამ ყოველდღიური ხასიათი მიიღო. ნარკოტიკების და იარაღის ჩადება, უკანონო თვალთვალი და შანტაჟი არის ის ბინძური მეთოდები, რასაც ქართული ოცნება იყენებს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიური ნაწილის წინააღმდეგ. ქართული ოცნება დგას ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, მაფიოზურ კლანებზე და იმ პარტიულ პოლიციაზე, რასაც სუს-ის სახელით ვიცნობთ. ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს დასცინის. ერთის მხრივ, სრულიად უსაფუძვლოდ და უსამართლოდ, ნარკოტიკების ან იარაღის ჩადებით, ქართული ოცნება ადამიანებს ძალიან დიდი ხნით ისტუმრებს პატიმრობაში. მეორეს მხრივ, პროკურატურა საქმეებზე პოზიციონირებას ახდენს ამ მაფიოზურ კლანში წარჩინებული პირების მითითებების ან ბერა ივანიშვილის ფეისბუქ პოსტის მიხედვით. კალაძეს კი, რომელიც გუშინ  ნარკოტიკების ჩადებით დაპატიმრებული მომღერლების საკითხს მორალის კითხვის ვიდეო ლექციით გამოეხმაურა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სკანდალური არჩევნები უკავშირდება, როცა ხმის უფლების მქონე ადამიანს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და დააპატიმრეს,  რათა კენჭისყრის შედეგზე გავლენა მოეხდინათ.“   

ენმ მთელს საქართველოში