მედია

ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია საკანონმდებლო ცვლილებებს იწყებს

პარლამენტის ფრაქცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ორგანოში  5 საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარადგინა, რომლებიც  ეკონომიკური ხასიათისაა და ის პარტიის 2016 წლის საარჩევნო პროგრამიდან გამომდინარეობს.საკანონმდებლო ცვლილებების პირველი პაკეტი  მცირე და საშუალო ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმის გამარტივებას და ბიზნესის დეკრიმინალიზაციას ეხება.ამ საკანონმდებლო ინიციატივებით :1. ფიზიკური  პირისათვის მიკრობიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის  დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა ზღვარი აიწევა 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე,  რაც საშუალებას მისცემს დამატებით ათი ათასობით ადამიანს, ისარგებლოს ამ შეღავათიანი საგადასახადო სტატუსით;90 000  ლარამდე  ინდმეწარმის  ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და შესაბამისად, არ დაიბეგრება.2.  ფიზიკური პირისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებისათვის დადგენილი წლიური ბრუნვის მოცულობის ზედა  ზღვარი  აიწევა  100 000 ლარიდან  200 000 ლარამდე.  შედეგად,  მცირე  ბიზნესით დაკავებული ათასობით ფიზიკური პირისთვის საგადასახადო-ადმინისტრირების ტვირთი შემცირდება. 200 000 ლარის ბრუნვამდე ბიზნესი მცირე ბიზნესად ჩაითვლება და, შესაბამისად, შეღავათიანად დაიბეგრება.3. 100 000 ლარიდან  200 000 ლარამდე  გაიზრდება  დღგ-ით  დასაბეგრი ოპერაციების წლიური ჯამური თანხის ზედა ზღვარი. ეს დღგ-სგან გაათავისუფლებს ათიათასობით იურიდიულ  და ფიზიკურ  პირს  (მცირე  ბიზნესს და ინდმეწარმეებს). ეს  შეღავათი გავრცელდება იმ  ადამიანებზეც, რომლებიც აქირავებენ კომერციულ და საბინაო ფართებს.  დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის  მქონე სუბიექტები გადაიხდიან.4.  საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი, 300 ლარის ნაცვლად, გახდება 1000 ლარი. ეს ასი ათასობით მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს დაუბეგრავად შეიძინოს მისთვის სასურველი საქონელი საზღვარგარეთ, მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. 5.  მოხდება  500 000 ლარამდე (დღეს არსებული  50 000 ლარის ნაცვლად ) გადასახადებისგან თავის  არიდების დეკრიმინალიზაცია.  ასეთ  შემთხვევებში დავა  მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება.ნაციონალური მოძრაობაის საპარლამენტო ფრაქციის შემდგომი, მეორე ეტაპის  საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნება საარჩევნო პროგრამის იმ დაპირებების შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს გადასახადების შემცირებას, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმას, ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობას.

ენმ გზების დეპარტამენტში არსებულ კორუფციულ სქემაზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს სამთავრობო უწყებებში კორუფციული სქემების გამოვლენას. ამჯერად პარტიის წარმომადგენელმა ოთარ სირაძემ გზების დეპარტამენტის უფროს გიორგი სეთურიძის  ლობირებით შემოყვანილ ხორვატიულ საპროექტო კომპანია  IGH-თან განხოეციელებულ კორუფციულ სქემაზე ისაუბრა.„გასულ  წელს  გზების დეპარტამენტში გამოჩნდა სამ კაციანი ხორვატიული ჯგუფი, რომელმაც რამდენიმე ქართულ საპროეტქო კომპანიას შესთავაზა ხელშეკრულების დადება ისეთი სამუშაოების შესრულებაზე, რომლებზეც ტენდერი ჯერ კიდევ  გამოცხადებულიც კი არ იყო.  კითხვაზე, თუ რატომ იყვნენ დარწმუნებული ხორვატები კონკრეტული  ტენდერების გამარჯვებაში, მათი ხელმძღვანელის ნებოშა გრზუნოვის პასუხი იყო რომ მათ „გარკვეული“ და „დალაგებული“ ჰქონდათ ტენდერების საკითხები გზების დეპარტამენტის უფროსთან და რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებდნენ.ასეც მოხდა, გასულ წელს,  აღნიშნულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო საზედამხედველო სამუშაოების შესასრულებელ ტენდერში, სადაც უკონკურენტოდ იყო წარმოდგენილი ( მხოლოდ კომპანია IGH-ი მონაწილეობდა), ხოლო  სატენდერო ფასი ამ სამუშაოების შესრულებისათვის მან მიუთითა ზუსტად იმდენი (40მლნ. ლარი), რამდენიც ჰქონდა განსაზღვრული გზების დეპარტამენტს. აღსანიშნავია რომ,  ტენდერის პირობებიდან გამომდინარე, ინფორმაცია თუ რამდენი იყო გამოყოფილი ბიუჯეტიდან ამ სამუშაოების შესასრულებლად კომპანიისთვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო.მოკლედ აღვწერთ რას ნიშნავს საზედამხედველო სამუშაოები და როგორ დგება მათი ფასი.საზედამხედველო სამუშაობი ხორციელდება გზების მშენებლობის პროცესში და მისი მიზანია დადგინდეს თუ რამდენადადაა შესაბამისობაში ისინი წინასწარ შედგენილ პროექტთან, როგორი ხარისხით ხორციელდება სამუშაოები, დაცული არის თუ არა ყველა სამშენებლო სტანდარტი და ა.შ. აღნიშნული ეხება არა მხოლოდ გზების, არამედ,  ხიდების, გვირაბების, ჯებირების მშენებლობებსაც. ამ სამუშაოების შესრულების ღირებულება  სტანდარტულად გამომდინარეობს  მთლიანი სამშენებლო ღირებულებიდან და 1,5-დან 3%-მდე შეადგენს.სამუშაოების ფარგლებში კომპანიას, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას, ევალება სამშენებლო პროცესის მუდმივი მონიტორინგი, დასკვნების წარდგენა გზების დეპარტამენტში და სწორედ ამ დასკვნების საფძველზე ერიცხებათ თანხები უკვე სამშენებლო კომპანიებს.მთლიანი სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, რისი ზედამხედველობაც უნდა განხორციელდეს, შეადგენს  800 მლნ.ლარს, ხოლო კომპანია IGH-თან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ზედამხედველობისთის გამოყოფილი თანხა(40მლნ.ლარი)  შეადგენს ბევრად მეტს ვიდრე სხვა შემთხვევებში და იგი უტოლდება 5%-ს. ამის  შემდეგ კომპანია IGH (იგი მხოლოდ ხორვატიაშია ცნობილი), აფორმებს ხელშეკრულებას ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან, აყავს იგი ამ სამუშაოების ქვეკონტრაქტორად და ფინანსურ ნაწილში ურიგდება საერთო ღირებულების(800მლნ.ლარი) 1,5%-ზე. გაუგებარია თუ რაში იღებს ხორვატული კომპანია დანარჩენ 3,5%-ს , რომელიც 28 მლნ.ლარს შეადგენს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ თანხის უდიდესი ნაწილი არის სწრედ სეთურიძესთან გარიგების ნაწილი და მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას გამოძიების სახით.ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რაც გზების დეპარტამენტში ამ კონკრეტულ ხორვატულ კომპანიას უკავშირდება,  მას ასევე მოგებული აქვს შემდეგი ტენდერები:1.ლენტეხი-მესტიის გვირაბის საპროექტო სამუშაოებისთის 4,7 მლნ.ლარის ღირებულებით.2.სნო-შატილი-ახმეტა შემოვლითი გზის პროექტირება 5,9 მლნ.ლარის ღირებულებით.3.ქუთაისი-აბასთუმნის მონაკვეთის პროექტირება 4 მლნ.ლარის ღირებულების.4.ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტირება 3,7 მლნ.ლარის ჭირებულების.ჯამში 59 მლნ.ლარი.ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ ტენდერებშიც კომპანია IGH  ან უკონკურენტოდ იყო, ან მისი კონკურენტი  გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებული კომპანია იყო, რომლის თავმჯდომარეც  სეთურიძეა.  ასე მოხდა სნო-შატილი-ახმეტის საპროექტო სამუშაოების ტენდერზე, როდესაც მათი ერთადერთი კონკურენტი დისკვალიფიცირებული ჰოლანდიური კომპანია „ANTEA NEDERLAND B.V.“ იყო. ასევე, ცნობილია, რომ გზების დეპარტამენტში სატენდერო კომისიას, თავისი მეთოდოლოგიით შეუძლია ნებისმიერი მისთვის სასურველი კომპანიის გამარჯვებულად გამოყვანა, თუნდაც ის არაკვალიფიციური იყოს. ასეთი არაერთი ფაქტი გვაქვს, რომელთაც მოგვიანებით წარმოგიდგენთ. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ შესასწავლია ამ სატენდერო კომისიის საქმიანობაც.ჩვენ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, წინა პერიოდში სხვადახვა სახელმწიფო უწყებების არაერთი კორუფციული სქემა გამოვაქვეყნეთ, მათ შორის გზების დეპარტამენტში არსებულებიც, და ყოველ ჯერზე მივმართავდით პროკურატურას,ან  სხვა სამართალდამცავ უწყებებს გამოძიების ჩატარების მოთხოვნით. სამწუხაროდ, აღნიშნულ მიმართვებს  არ მოჰყოლია რეაგირება. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით, ჩვენ მიერ გახმოვანებული სქემები დასტურდებოდა  აუდიტის სამსახურის დასკვნებით.ამჯერად პროკურატურისა და აუდიტის სამსახურისგან კატეგორიულად მოვითხოვთ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები, ოპერატიულად გამოიძიონ და აღკვეთონ საბიუჯეტო თანხების დატაცება.“  

Pages