მედია

ახალი ამბები

იბრაგიმოვის აღიარება მიუთითებს იმაზე, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ ლაფანყურის ტრაგედისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებით ქვეყნის უშიშროებას საფრთხე შეუქმნა და ამაზე იბრაგიმოვის აღიარება მეტყველებს."მინდა გამოვეხმაურო ბოლო ცნობებს ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. ეს არის საერთაშორისო ცნობები. ავსტრიაში, ევროპული სასამართლოს წინაშე, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩეჩენმა მებრძოლმა იბრაგიმოვმა მისცა ჩვენება და თქვა, რომ ის იყო ჩანერგილი აგენტი, ასრულებდა ფსბ-ს დავალებებს და პირადად იღებდა ამ დავალებებს კადიროვისგან.იბრაგიმოვის ეს აღიარება თვალნათლივ აჩვენებს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაცია იყო კრემლის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ პროვოკაციის მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია მისი შეცვლის მიზნით."ქართული ოცნების" პირველივე ნაბიჯები და კომენტარები მიმართული იყო იქით, რომ ბრალი აეცილებინა რუსეთის ხელისუფლებისთვის და დაედანაშაულებინა საქართველოს მთავრობა მომხდარ ტრაგედიაში.ეს განცხადებები სრულიად იდენტური იყო იმ განცხადებებთან, რომელსაც იმ პერიოდში აკეთებდა რუსეთის ხელისუფლება. მაგალითისთვის გავიხსენებ ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამს, რომ გამოძიების შედეგები იქნება შოკისმომგვრელი საზოგადოებისთვის და დიდი ალბათობით ტერორისტები მართლაც გადიოდნენ მომზადებას საქართველოს ტერიტორიაზე.ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ხელისუფლებამ გაათავისუფლა ამ ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე აჰმედ ჩატაევი, რომელიც არის საერთაშორისო ტერორისტი და შესულია აშშ-ს სპეციალური ტერორისტების სიაში. ის ახალი გარემოებები, რომელზეც ვსაუბრობთ და იბრაგიმოვის აღიარება ადასტურებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ლაფანყურის ტრაგედია გამოიყენა პოლიტიკური მიზნებისთვის და საფრთხის ქვეშ დააყენა ქვეყნის უშიშროება და უსაფრთხოება. ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სახელმწიფოს მოქმედება იყო სწორი, ეფექტური და ერთადერთი შესაძლებელი იმ ვითარებაში".

მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების არ მოჭრის მიზეზით, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა

პროექტი, რომელიც თბილისში კარტოზია-ცინცაძის ქუჩების კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობდა ივანიშვილის ინტერესების გამო შეჩერდა. დედაქალაქის მერის მიერ დასახელებული მიზეზი, კი თითქოსდა ესტაკადის შეჩერება ხეების მოჭრის საფრთხის გამო მოხდა, ტყუილია.აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ ისაუბრა.„თბილისის მერიამ ესტაკადის მშენებლობა არა ხეების მოჭრის საფრთხის, არამედ ივანიშვილის ინტერესების გამო შეაჩერა.კერძოდ, პროექტი შეჩერდა იმიტომ, რომ ესტაკადას ივანიშვილის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა გაევლო, რომელიც მას საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის დათმობის პირობით აქვს შეძენილი.დავით ნარმანია არის თავის მართლების რეჟიმში, მას ან უნდა დაედასტურებინა, რომ აღნიშნული ესტაკადის განხორციელება შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ვერ მოთხოვა ვალდებულებების შესრულება.თუ არ მოსწონდა ეს პროექტი, მაშინ რატომ ჩაურიცხა  მერიამ კონტრაქტორ კომპანია შპს ზიმოს ერთი მილიონი ლარი ავანსის სახით, რომელსაც წელიწადზე მეტია ეს კომპანია თავის პირადი მიზნებისთვის იყენებს?! მათ შორის, შესაძლოა, იყენებდეს ბიძინა ივანიშვილის ხეების გადარგვა-გადმორგვისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ. 

Pages