მედია

ახალი ამბები

შეხვედრა პარტიის ისანი-სამგორის რაიონული ორგანიზაციის წევრებთან

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისში პარტიის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა პარტიის ისანი – სამგორის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა შეაფასეს პარტიის წარსული საქმიანობა და ისაუბრეს მისი განახლების გეგმებზე. გიგი უგულავამ ვრცლად ისაუბრა პარტიის ამოცანაზე – დაამკვიდროს ოპოზიციის ახალი სტანდარტი საქართველოში, ხოლო ვანო მერაბიშვილმა, თავის მხრივ, ახალი ტიპის პარტიის შექმნაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.    

ზურაბ ჯაფარიძე: ''შეგვიძლია, თავი მოვიტყუოთ ან ვირწმუნოთ, რომ ამ ადამიანებმა განიცადეს კათარზისი და დღეს კეთილსინდისიერად ემსახურებიან ქართველ ხალხს, თუმცა მსგავსი სასწაულების არ გვჯერა''

15:48 / 30 ნოემბერი, 2012

Pages