მედია

ახალი ამბები

დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება აბუჩად იგდებს ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატების უკვე მესამედ ჩავარდნა ხელისუფლების მორიგი მარცხია.„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მესამეჯერ ხდება უკვე ეს ფაქტი და ეს ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება აბუჩად იგდებს, ფეხვეშ თელავს საქართველოში დემოკრატიას და ადამიანის უფლებების ძირითად პრინციპებს. კიდევ ერთხელ დადასტურდა დღეს, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი არის, საქართველოს სახელმწიფოს სახელის დისკრედიტაცია. მათი მცდელობა არის პოლიტიკური გავლენა მოიპოვონ სტრასბურგის სასამართლოზე და თავისი ოდეერები შეაგზავნონ სტრასბურგის სასამართლოში, ვინაიდან კანდიდატურების შერჩევა არ ხდება პროფესიის ან კვალიფიკაციის ნიშნით, არამედ კანდიდატურების შერჩევა ხდება პოლიტიკური მორჩილების ნიშნით."

მეორედ ჩავარდნილმა კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ საქართველო დღეს ამ ნდობის მანდატს არ ამართლებს

„სრულიად უპროცედენტოა, რომ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოს, მესამედ უწევს კონკურსის გამოცხადება ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოში მოსამართლის დასანიშნად” - აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტიურად ევროპულ სტრუქტურებში უმაღლესი თანამდებობაა, რომელიც ჯერ-ჯერობით საქართველოს ეკუთვნის. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლოში ევროპული მხარის მოთხოვნების შესაბამისი კანდიდატის წარდგენა ქვეყნის პრესტიჟის საკითხია.მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო თავად იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილაბას მოსამრთლის შერჩევისას, კანდიდატების სიის წარდგენა შესაბამისი ქვეყნის პრეროგატივაა, რადგან იგულისხმება, რომ ამ ქვეყანას საკმარისად სანდო და გამჭვირვალე პროცესი აქვს კანდიდატების შესარჩევად.მეორედ ჩავარდნილმა კანდიდატთა სიამ დაადასტურა, რომ სამწუხაროდ, საქართველო დღეს ამ ნდობის მანდატს არ ამართლებს და ფაქტობრივად  ვერ პასუხობს ევროპის საბჭოს მოთხოვნების სტანდარტს. ეს არის ნეპოტისტური და პოლიტიზირებული პროცესის შედეგი, რომელმაც შერჩევის პროცესი და კონკურსი ფარსად  აქცია.ქალბატონი წულუკიანი ცდილობს აიძულოს ევროპული მხარე მისთვის სასურველი კანდიდატი დანიშნონ და ამ პროცესში უზარმაზარ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ევროპულ პერსპექტივას.ევროკავშირისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროპის საბჭოს მოთხოვნების შესრულებას, რასაც საქართველო სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კვლავ ვერ ახერხებს.“

Pages