მედია

ახალი ამბები

ვეღარ გააყალბებ - კახეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დაკომპლექტება წინასწარ შერჩეული სიით ხდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა ამჯერად კახეთში არსებულ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა, სადაც სხვა შემთხვევების მსგავსად, საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ უნდა აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადია. „დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, დაინახა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და არჩევნების გაყალბებისთვის ისეთი ქმედებებით დაიწყო მზადება, რომლითაც აბსოლუტურად გააკონტროლებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს. ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო თელავისა და სიღნაღის მაგალითებზე. თელავში, უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ უნდა აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. საოლქო კომისიას „ქართული ოცნების“ შტაბიდან სია აქვს გადაცემული. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თავად ოცნების წარმომადგენელმა მოგვაწოდა. ასევე, საოლქო კომისია იძლევა მითითებას თუ ვინ უნდა იყოს არჩეული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად. გაყალბების მცდელობის ფაქტია სიღნაღშიც, სადაც ჩვენ სრულად გავშირფრეთ ის ადამიანები, რომლებმაც კონკურსზე განაცხადი შეიტანეს. მთი აბოლუტური უმრავლესობა სიღნაღის მუნიცილაპიტეტის აიპებშია დასაქმებული. ასევე, მუნიციპალიტეტში, საკრებულოსა და სკოლებში. ესენი არიან ადმიანები,  რომლებზეც ხელისუფლებას  ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არჩევნებს ვეღარ გააყალბებთ, ამის უფლებას ხალხი არ მოგცემთ. მოვუწოდებთ საოლქოს თანამშრომლებს, ნუ მიიღებენ ამ კანონდარღვევაში მონაწილეობას, რადგან ისინი პასუხისმგებლები იქნებიან ამაზე.“ 

ვეღარ გააყალბებ - საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტება მარტვილში

მორიგი დარღვევა და საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტება ამჯერად მარტვილში. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბ „ვეღარ გააყალბებ“ თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბებსა და საოლქო  საარჩევნო კომისიებში საქმიანობის კორელაცია და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება გრძელდება.„ამჯერად, ჩვენ გვაქვს  მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის მაგალითი, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ობიექტური კრიტერიუმები არ დაადგინა. დღეს, პრაქტიკულად, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბები ცდილობენ საოლქო საარჩევნო კომისიების კვოტით დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი კონკეტული ჩანაწერები, სადაც ადამიანები აღნიშნავენ, რომ სწორედ ქართული ცონების საარჩევნო შტაბიდან დაურეკეს მათ და  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე განცხადების შეტანა დაავალეს. ასევე, გვაქვს ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ განცხადებების შეტანა კანონის დარღვევით ხდება. ანუ, კონკრეტული პირის ნაცვლად განცხადება შეაქვს გამგებლის რწმუნებულს, ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სულ მცირე, საოლქო კომისიებისათვის მოთხოვნა უნდა დაადგინოს, რომლის მიხედვითაც საოლქო კომისიის წევრების ობიექტური შერჩევა მოხდება, რათა შემდგომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად.“ 

Pages