მედია

ახალი ამბები

ვეღარ გააყალბებ - მასიური ხასიათი მიიღო შემთხვევებმა, როცა ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე  ამომრჩევლებია მიწერილი

ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე ამომრჩებლების მიწერასა და საარჩევნო მანიპულაციებზე  ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ვეღარ გააყალბებ“ შტაბის თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა.„მასიური ხასიათი მიიღო შემთხვევებმა, როცა ბინის მესაკუთრეების თანხმობის გარეშე სხვადასხვა მისამართებზე  ამომრჩევლებია მიწერილი.   თბილისის მასშტაბით, ჩვენ ოფისებში ათასობით ზარი შემოდის და  ასეთი ფაქტების შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან. დღეს ვისაუბრებ სამგორის საარჩევნო ოლქის მაგალითზე, სადაც 3 სხვადსხვა მისამართზე რამდენიმე ადამიანი მესაკუთრის თანხმობის გარეშე, უკანონოდაა მიწერილი.  ბუნებრივია ეს შემთხვევები განიხილება როგორც  საარჩევნო მანიპულაციების ერთ-ერთი ფორმა, რადგან ამომრჩევლის  სხვადსხვა უბნებზე მობილიზება  მათი პოლიტიკური მიზნით ხდება.მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, გადაამოწმონ სამოქალაქო რეესტრში, ასევე საუბნო კომისიის ამომრჩეველთა სიაში მათ მიასამართზე ხომ არ არიან მიწერილი ადამიანები,  რომლებიც მესაკუთრეების თანხმობის გარეშე არიან რეგისტრირებულები. ან დაგვიკავშირდნენ და ჩვენ გავუწევთ დახმარებას. გარდა საარჩენო მანიპულაციებისა, ეს დაკავშირებულია სხვა სამართლებრივ პრობლემებთანაც, მათ შორის კომუნალური გადასახადების რაოდენობაზეც.“

Pages