მედია

ახალი ამბები

ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე უპრეცედენტოა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე და საქართველოს მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელის. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა. „მივესალმებით ევროსასამართლოს დიდი პალატის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60 წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა 18 მუხლის დარღვევა. ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი.მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს.ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ დადგენდა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება - მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა - იძულებულები იყვნენ უკანონო პატიმარები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.ახლა გამოჩნდება, შერჩა თუ არა ხელისუფლებას საღი აზრის მცირედი ნატამალი მაინც.არჩევანი მარტივია - ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.ამ პროცესში შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც 1 საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს.გამაოგნებელია, რომ მინისტრი, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის საერთაშორისო სირცხვილისა და ნეგატიური პრეცედენტების გარდა არაფერი მოუტანია, მეექსვე წელია ინარჩუნებს თანამდებობას.თუმცა, ოლიგარქიული ხელისუფლების პრიორიტეტების გათvალისწინებით, ეს სრულიად ლოგიკურია.ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კიდევ ერთხელ მიესალმება ევროსასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას და ელის ვანო მერაბიშვილისა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.“

ხატია დეკანოიძე: მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს

"სპეცოპერაცია, რომელიც უკვე 21 საათია უშედეგოდ გრძელდება და ხალხის ცხელი წერტილიდან ევაკუაცია ვერ ხერხდება, “უთავბოლოდ” იყო დაგეგმილი" - აღნიშნულის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომაგენელმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. "პირველ რიგში, სწრაფი გამოჯანმრთელება მინდა ვუსურვო დაჭრილ სპეცრაზმელებს, სპეცოპერაციის მიმდებარე კორპუსში მცხოვრებლებს კი, სიმშვიდე.არსებობს ძალიან ბევრი კითხვა მიმდინარე სპეცოპერაციის გარშემო. პირველ რიგში, რატომ არ განხორციელდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც იქ ცხოვრობენ?! როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ კორპუსში ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დაზვერვის სამსახურს?! როგორ მოხდა ისე, რომ სუს-ის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის მხოლოდ მე-20 საათზე ადგენენ ტერორიტების ვინაობას. რატომ შეუშვეს ბავშვები სკოლებსა და ბაღებში და რატომ მოხდა მათი ევაკუაცია სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ?! რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ გაიპარა ის კანცელარიიდან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ - რატომ დაემალა ჟურნალისტებს?! რატომ არ დაამშვიდა პრემიერ- მინისტრმა მოსახლეობა?! რატომ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას რომ საზოგადოება არ იმსახურებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც დაგროვდა."

Pages