მედია

ახალი ამბები

ენმ-ის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი და გიორგი ბარამიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში საუბარი საქართველოს განვითარების გზებს შეეხო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარუდგინა ხედვა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე. როგორ უნდა ამოვიდეს იმ ჭაობიდან რომელშიც ივანიშვილის კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა ჩააგდო. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი, გაზრდილია უიმედობის განცდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დავბრუნდეთ განვითარების გზაზე“- აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ თუ საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმი გამყარდება, მაშინ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში აღარ იქნება. სწორედ ამიტომ, სამადაშვილის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას.„საქართველო თუ გახდება კიდევ ერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჩამოყალიბდება და გამყარდება ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი სამწუხაროდ ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით პერსპექტივა დაეკარგება. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, სწორედ ამიტომ აშშ გააგრძელებს ქვეყანაში  დემოკრატიის მხარდაჭერას, მასმედიის თავისუფლების მხარდაჭერას და გააგრძელებს პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერას“.

მივმართავთ ივანიშვილს, ძალადობით, ზონდერ ჯგუფების გამოყენებით მისი დიქტატურა ვერ შენარჩუნდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე.“ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.კერძოდ, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის უკანონოდ გადატანისას საკრებულოს და უზენაესი საბჭოს წევრები დაინტერესდნენ ამ ქმედების კანონიერებით და მოითხოვეს დოკუმენტაცია.ამის პასუხად ქართული ოცნების აქტივისტები, ასლან აბაშიძის გუნდის ყოფილი წევრების, - ვაჟა და თენგიზ შავიშვილების მიერ ორგსნიზებული ზონდერ ჯგუფი თავს დაესხა დეპუტატებს და ფიზიკური ზიანი მიაყენა მათ.ვაჟა შავიშვილს დამთავრებული აქვს საბჭოთა კაგებეს სკოლა და იყო ასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო თენგიზ შავიშვილი იყო ასლან აბაშიძის ოდეერი პორტში, რომელსაც ლობირებდნენ რუსი გენერლები. ის უზიდავდა ასლან აბაშიძეს კორუფციულ წილებს პორტიდან. ასეთ კრიმინალებს ხელ-ფეხი გაუხსნა ივანიშვილმა და ახლა ეს ზონდერები თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს.მივმართავთ, პროკურატურას დასაჯოს ზონდერები და გაითვალისწინოს, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და პოლიტიკური მოძალადეები საბოლოოდ უმკაცრესად აგებენ პასუხს.მივმართავთ ივანიშვილს, შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე. ამ გზით მისი დიქტატურის გადარჩენა შეუძლებელია.“ 

Pages