მედია

ახალი ამბები

პროექტის "ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" გზამკვლევი

ივანიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა და მასთან შეკრულმა მევახშე ბანკებმა გაძარცვეს საქართველოს მოსახლეობა და გააპარტახეს საქართველოს ეკონომიკა, ისინი დასცინიან და ამცირებენ ქართველ ხალხს.ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, წაართვეს ყველაფერი, რაც გააჩნდა: ფული, ქონება, ბიზნესები, სამსახური და დატოვეს საქართველოს მოსახლეობა ულუკმაპუროდ.მე გაძლევთ მტკიცე გარანტიას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, არა მხოლოდ მოვსპობ ივანიშვილის მევახშოკრატიას, არამედ მყისიერად ვიზრუნებ მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე:* შევქმნი სახელმწიფო ფონდს, სადაც ივანიშვილს და ხალხის ძარცვით გამდიდრებულ ფეოდალ ჩინოვნიკებს, დავაბრუნებინებ ხალხისგან ნაძარცვს.* ამ ფონდის მეშვეობით ავუნაზღაურებ ხალხს ზარალს, რომელიც მათ მიაყენა ოლიგარქის და ქართული ოცნების თავგასულმა და კრიმინალურმა რეჟიმმა.* დაუყოვნებლივ გამოვაცხადებ ორწლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გადახდაზე და ყველა ვალი გადაანგარიშდება ჩემი პრეზიდენტობისას არსებული კურსით - 1.65.* შემოვიღებ რეგულაციებს, რომლითაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ იქნებიან მევახშეები და მოუწევთ საპროცენტო განაკვეთების დაწევა.* ამ ფონდის მეშვეობით ასევე დავურიგებთ კომპენსაციებს ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურებიდან 2012-2018 წლებში.წელს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოხდება ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის შეცვლა!გარანტიის სერტიფიკატის მისაღებად მიმართეთ შემდეგ მისამართზე:თბილისი - კახეთის გზატკეცილი 45ა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".თბილისი - სააკაძის დაღმართი 10, „პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკა".ზუგდიდი - იონა მეუნარგიას ქუჩა 12.სენაკი - დავით ვაჰანიას ქუჩა 2.მარტვილი - თავისუფლების ქუჩა 10.ახალციხე - ნიკო კეცხოველის ქუჩა 1.გორი - გარსევანიშვილის ქუჩა 1.თელავი - ნადიკვარის ქუჩა 8.გურჯაანი - თავისუფლების ქუჩა 26.საგარეჯო - დავით აღმაშენებლის ქუჩა 21.ოზურგეთი - ვიქტორ დოლიძის ქუჩა 13.ქუთაისი - თამარ მეფის ქუჩა 44.სამტრედია - რაზმაძის ქუჩა 2.ტყიბული - გამსახურდიას ქუჩა 36.ჭიათურა - ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 6.ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა 6.ბაღდათი - შოთა რუსთაველის ქუჩა 42.წყალტუბო - ილია ჭავჭავაძის ქუჩა 10.რუსთავი - მერაბ კოსტავას ქუჩა 20.მარნეული - შოთა რუსთაველის ქუჩა 96.ამბროლაური - მერაბ კოსტავას ქუჩა 24.ბათუმი - მემედ აბაშიძის ქუჩა 57.ქობულეთი - დავით აღმაშენებლის ქუჩა 99ა.დაბა ხულო - დავით აღმაშენებლის ქუჩა 3. fb - ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხელი ხაზის ნომერი - 0322 515152 

ენმ ახალ პროექტს "ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც ზარალს აუნაზღაურებს სამსახურიებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს. ასევე, საბანკო ვალებზე გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ისაუბრა. „დღეს ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, იკარგება სამუშაო ადგილები, პენსია არცერთი თეთრით არ იზრდება,  უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს უსამართლოდ უხსნიან დახმარებას, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, ნადგურდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ. ყველაფერ ამის ფონზე კი ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება. დღეს ყველა ობიექტურად განწყობილი მოქალაქე ხედავს, რომ ივანიშვილის ვიწრო კლანური მმართველობა და მასთან უკანონო გარიგებაში მყოფი სამი ძირითადი ბანკი ძარცვავს ქვეყნის ეკონომიკას და აბუჩად იგდებს მოქალაქეებს. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იწყებს აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ აქედანვე გამოავლინოს და აღრიცხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა ოლიგარქიული მმართველობით. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სპეციალური სახლემწიფო ფონდი, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ივანიშვილის და სხვა ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნებით შეივსება, ეს სახელმწიფო ფონდი 2.5 მილიარდ ლარით განისაზღვრება და ამ ფონდით მოხდება ყველა  დაზარალებული მოქალაქის ზიანის ანაზღაურება. ასევე გამოცხადდება  2 წლიანი მორატორიუმი საბანკო და მიკროსაფინანსოები ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით.როდესაც ვახსენებ დაზარალებულებს, ვგულისხმობ არამხოლოდ მევახშოკრატიით დაზარალებულებს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც უსამართლოდ დაკარგეს სამსახური, არ გადაუხადეს განაცდურები, ამ მოქალაქეებს აღნიშნული ფონდიდან დავაკმაყოფილებთ და დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს. ასევე, ადმაიანებს, რომელთაც მიადგათ ზარალი, მაგალითად როცა არაერთი ბაზრობა დაიწვა და ზიანი დღემდე არაა ანაზღაურებული, ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი მომდევნო თვეები განმავლობაში და შესაბამისი ღონისძიებების შემდეგ მათ გადაეცემათ საგარანტიო სერთიფიკატი,  რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს, ნიშნიად იმისა რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  ამ სპეციალური სახლემწიფო ფონდიდან სახელწმიფო მათ აუნაზღაურებს ზიანს. „ 

Pages