გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:06 / 2 ივლისი 2018

ეროვნული გამოცდები დაიწყო, პრემიერის ბრძანებით კი საგამოცდო ცენტრებისთვის კონდენციონერების შესყიდვა 20 კალენდარულ დღეში უნდა მოხდეს

პრემიერ-მინისტრის 29 ივნისის ბრძანების საფუძველზე, საგამოცდო ცენტრმა გამარტივებული შესყიდვის წესით ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც მათ 20 კალენდარულ დღეში, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 2 მილიონი ლარის ღირებულების კონდენციონერები უნდა შეისყიდონ.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე   გვითხრეს, რომ  საგამოცდო ცენტრებში კონდენციონერების დამონტაჟება ვერ მოხერხდებოდა’ რომ ხმაურიდან გამომდინარე ეს აბიტურიენტებისთვის კარგი არ იქნებოდა. თუმცა,  ჩვენ ხელში ჩაგვივარდა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო კონდენციონერების შესაძენად. ეს არის პრემიერის ბრძანება, რომელიც 29 ივნისით თარიღდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის თანახმად კონდენციონერების შესაძენად 20 კალენდარული დღეს მითითებულკი, თუმცა გამოცდები დღეს დაიწყო და ამ ვადაში ფაქტობრივად დასრულებული იქნება. ანუ, დახარჯავენ 2 მილიონს, იყიდიან 900 კონდენციონერს, მაგრამ რისთვის გამოიყენებენ გაურკვეველია. ფაქტობრივად, ეს თანხა იფლანგება.

მნიშვნელოვანია ამას პრემიერმა გასცეს პასუხი, რადგან სწორედ მისი ბრძანებით ხდება ამ კონდენციონერების შესყიდვა.