გაზიარება
UNM UNM
მედია - 12:42 / 4 მაისი 2016

ენმ პარლამენტში გარემოს დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მისვლასა და გარემოს დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ მელიქიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატის განცხადებით,  პარლამენტში ასევე იწვევენ თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელს, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელ პირებსა და საკითხით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.


„სამწუხაროდ, გამართლდა ჩვენი ყველას ეჭვი და საზოგადოების გამგებლობაში არსებული საჯარო სივცრიდან რამდენიმე ათეული ჰექტარი გადავიდა კერძო საკუთრებაში, იმ ფირმების დაქვემდებარებაში, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილთან. მოხდა სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლა და მთლიანობაში თბილისმა და თბილისელებმა საჯარო სივრცის რამდენიმე ათეული ჰექტარი დაკარგეს.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ საკითხში ჩაერთოს პარლამენტი და გარემოს დაცვის მინისტრი“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.