პროექტის "ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" გზამკვლევი

ივანიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა და მასთან შეკრულმა მევახშე ბანკებმა გაძარცვეს საქართველოს მოსახლეობა და გააპარტახეს საქართველოს ეკონომიკა, ისინი დასცინიან და ამცირებენ ქართველ ხალხს.ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას, წაართვეს ყველაფერი, რაც გააჩნდა: ფული, ქონება, ბიზნესები, სამსახური და დატოვეს საქართველოს მოსახლეობა ულუკმაპუროდ.მე გაძლევთ მტკიცე გარანტიას, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, არა მხოლოდ მოვსპობ ივანიშვილის მევახშოკრატიას, არამედ მყისიერად ვიზრუნებ მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე:* შევქმნი სახელმწიფო ფონდს, სადაც ივანიშვილს და ხალხის ძარცვით გამდიდრებულ ფეოდალ ჩინოვნიკებს, დავაბრუნებინებ ხალხისგან ნაძარცვს.* ამ ფონდის მეშვეობით ავუნაზღაურებ ხალხს ზარალს, რომელიც მათ მიაყენა ოლიგარქის და ქართული ოცნების თავგასულმა და კრიმინალურმა რეჟიმმა.* დაუყოვნებლივ გამოვაცხადებ ორწლიან მორატორიუმს უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გადახდაზე და ყველა ვალი გადაანგარიშდება ჩემი პრეზიდენტობისას არსებული კურსით - 1.65.* შემოვიღებ რეგულაციებს, რომლითაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ იქნებიან მევახშეები და მოუწევთ საპროცენტო განაკვეთების დაწევა.* ამ ფონდის მეშვეობით ასევე დავურიგებთ კომპენსაციებს ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოდ გაანთავისუფლეს სამსახურებიდან 2012-2018 წლებში.წელს, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოხდება ივანიშვილის კრიმინალური რეჟიმის შეცვლა!გარანტიის სერტიფიკატის მისაღებად მიმართეთ შემდეგ მისამართზე:თბილისი - კახეთის გზატკეცილი 45ა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".თბილისი - სააკაძის დაღმართი 10, „პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკა".ზუგდიდი - იონა მეუნარგიას ქუჩა 12.სენაკი - დავით ვაჰანიას ქუჩა 2.მარტვილი - თავისუფლების ქუჩა 10.ახალციხე - ნიკო კეცხოველის ქუჩა 1.გორი - გარსევანიშვილის ქუჩა 1.თელავი - ნადიკვარის ქუჩა 8.გურჯაანი - თავისუფლების ქუჩა 26.საგარეჯო - დავით აღმაშენებლის ქუჩა 21.ოზურგეთი - ვიქტორ დოლიძის ქუჩა 13.ქუთაისი - თამარ მეფის ქუჩა 44.სამტრედია - რაზმაძის ქუჩა 2.ტყიბული - გამსახურდიას ქუჩა 36.ჭიათურა - ეგნატე ნინოშვილის ქუჩა 6.ხარაგაული - სოლომონ მეფის ქუჩა 6.ბაღდათი - შოთა რუსთაველის ქუჩა 42.წყალტუბო - ილია ჭავჭავაძის ქუჩა 10.რუსთავი - მერაბ კოსტავას ქუჩა 20.მარნეული - შოთა რუსთაველის ქუჩა 96.ამბროლაური - მერაბ კოსტავას ქუჩა 24.ბათუმი - მემედ აბაშიძის ქუჩა 57.ქობულეთი - დავით აღმაშენებლის ქუჩა 99ა.დაბა ხულო - დავით აღმაშენებლის ქუჩა 3. fb - ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ. ცხელი ხაზის ნომერი - 0322 515152 

ენმ ახალ პროექტს "ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ" იწყებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც ზარალს აუნაზღაურებს სამსახურიებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს. ასევე, საბანკო ვალებზე გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ისაუბრა. „დღეს ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, იკარგება სამუშაო ადგილები, პენსია არცერთი თეთრით არ იზრდება,  უამრავ სოციალურად დაუცველ ოჯახს უსამართლოდ უხსნიან დახმარებას, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან გარბის, ნადგურდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა და ა.შ. ყველაფერ ამის ფონზე კი ბიძინა ივანიშვილი მდიდრდება. დღეს ყველა ობიექტურად განწყობილი მოქალაქე ხედავს, რომ ივანიშვილის ვიწრო კლანური მმართველობა და მასთან უკანონო გარიგებაში მყოფი სამი ძირითადი ბანკი ძარცვავს ქვეყნის ეკონომიკას და აბუჩად იგდებს მოქალაქეებს. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობა, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იწყებს აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ აქედანვე გამოავლინოს და აღრიცხოს ყველა ის ადამიანი, რომელიც დაზარალდა ოლიგარქიული მმართველობით. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სპეციალური სახლემწიფო ფონდი, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ივანიშვილის და სხვა ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნებით შეივსება, ეს სახელმწიფო ფონდი 2.5 მილიარდ ლარით განისაზღვრება და ამ ფონდით მოხდება ყველა  დაზარალებული მოქალაქის ზიანის ანაზღაურება. ასევე გამოცხადდება  2 წლიანი მორატორიუმი საბანკო და მიკროსაფინანსოები ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით.როდესაც ვახსენებ დაზარალებულებს, ვგულისხმობ არამხოლოდ მევახშოკრატიით დაზარალებულებს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომლებმაც უსამართლოდ დაკარგეს სამსახური, არ გადაუხადეს განაცდურები, ამ მოქალაქეებს აღნიშნული ფონდიდან დავაკმაყოფილებთ და დაუბრუნდებიან საკუთარ სამუშაო ადგილებს. ასევე, ადმაიანებს, რომელთაც მიადგათ ზარალი, მაგალითად როცა არაერთი ბაზრობა დაიწვა და ზიანი დღემდე არაა ანაზღაურებული, ეს ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი მომდევნო თვეები განმავლობაში და შესაბამისი ღონისძიებების შემდეგ მათ გადაეცემათ საგარანტიო სერთიფიკატი,  რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი მოაწერს, ნიშნიად იმისა რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე  ამ სპეციალური სახლემწიფო ფონდიდან სახელწმიფო მათ აუნაზღაურებს ზიანს. „ 

თბილისის პარალმენტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

დისკუსიას, სხვადასხვა უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ და “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და შეკრებილებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.მათი თქმით, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიური ახალგაზრდების უფრო მეტი ჩართულობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ენმ-ის წარმომადგენლები ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სალომე სამადაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი და გიორგი ბარამიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელს შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში საუბარი საქართველოს განვითარების გზებს შეეხო. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარუდგინა ხედვა, იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაბრუნდეს ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე. როგორ უნდა ამოვიდეს იმ ჭაობიდან რომელშიც ივანიშვილის კლეპტოკრატიულმა რეჟიმმა ჩააგდო. ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი, გაზრდილია უიმედობის განცდა, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და დავბრუნდეთ განვითარების გზაზე“- აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ თუ საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმი გამყარდება, მაშინ საქართველოს ადგილი ევროატლანტიკურ სივრცეში აღარ იქნება. სწორედ ამიტომ, სამადაშვილის თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას.„საქართველო თუ გახდება კიდევ ერთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჩამოყალიბდება და გამყარდება ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი სამწუხაროდ ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით პერსპექტივა დაეკარგება. ეს ძალიან კარგად ესმის ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, სწორედ ამიტომ აშშ გააგრძელებს ქვეყანაში  დემოკრატიის მხარდაჭერას, მასმედიის თავისუფლების მხარდაჭერას და გააგრძელებს პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერას“.

მივმართავთ ივანიშვილს, ძალადობით, ზონდერ ჯგუფების გამოყენებით მისი დიქტატურა ვერ შენარჩუნდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, ივანიშვილმა უნდა შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე.“ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ღიად გამოჩენასთან ერთად პოლიტიკური ძალადობის ახალი ტალღა დაიწყო მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ.კერძოდ, ივანიშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ხის უკანონოდ გადატანისას საკრებულოს და უზენაესი საბჭოს წევრები დაინტერესდნენ ამ ქმედების კანონიერებით და მოითხოვეს დოკუმენტაცია.ამის პასუხად ქართული ოცნების აქტივისტები, ასლან აბაშიძის გუნდის ყოფილი წევრების, - ვაჟა და თენგიზ შავიშვილების მიერ ორგსნიზებული ზონდერ ჯგუფი თავს დაესხა დეპუტატებს და ფიზიკური ზიანი მიაყენა მათ.ვაჟა შავიშვილს დამთავრებული აქვს საბჭოთა კაგებეს სკოლა და იყო ასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო თენგიზ შავიშვილი იყო ასლან აბაშიძის ოდეერი პორტში, რომელსაც ლობირებდნენ რუსი გენერლები. ის უზიდავდა ასლან აბაშიძეს კორუფციულ წილებს პორტიდან. ასეთ კრიმინალებს ხელ-ფეხი გაუხსნა ივანიშვილმა და ახლა ეს ზონდერები თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს.მივმართავთ, პროკურატურას დასაჯოს ზონდერები და გაითვალისწინოს, რომ ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება და პოლიტიკური მოძალადეები საბოლოოდ უმკაცრესად აგებენ პასუხს.მივმართავთ ივანიშვილს, შეწყვიტოს ძალადობის ენაზე საუბარი ოპოზიციასთან, უარი თქვას ზონდერ ჯგუფებზე და ანტიდემოკრატიულ მეთოდებზე. ამ გზით მისი დიქტატურის გადარჩენა შეუძლებელია.“ 

პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიცია საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებაზე

ხელმომწერი პარტიები მივიჩნევთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის 11 მარტის განცხადება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მნიშვნელოვნად ასუსტებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვის კუთხით.  ეს განცხადება არის ქართული ოცნების და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის, საზიანო საგარეო პოლიტიკის მორიგი გამოვლინება. სხვა სახიფათო გზავნილთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ განცხადებაში მზაობას აცხადებს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებათან, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას, რომ ერთადერთ მხარედ არსებულ კონფლიქტში აღიარებულ იქნას რუსეთის ფედერაცია. ეს გზავნილი ასევე ასუსტებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს და საფრთხეს უქმნის ქართული დიპლომატიის მრავალწიან მონაპოვარს, რის შედეგადაც საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის ფედერაციის როლის შეფასებაში და აღიარებს მას, როგორც ოკუპანტ სახელმწიფოს და კონფლიქტის მხარეს. ეს განცხადება ხელს უხსნის რუსეთის ფედერაციას მოახდინოს ამ საერთაშორისო კონსენსუსის რევიზია. ჩვენთვის შემაშფოთებელია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლების რიტორიკა ეხმარება რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, რომ საქართველოსა დანაწევრების ლეგიტიმაციის მიზნით, კვლავ მოირგოს მედიატორის მანტია, რაც საბოლოოდ დაგვაშორებს  დეოკუპაციის პერსპექტივას და შეამცირებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შანსებს.ბოლო წლების მანძილზე საქართველოში მნიშვნელოვნად მომძლავრდა რუსული პროპაგანდის გავლენა, რომელიც ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივებასთან ერთად, მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული ფაქტების რევიზიას და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების ლეგიტიმაციას 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ასეთი ტიპის განცხადება ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან.მივმართავთ ხელისუფლებას:პრო-დასავლური ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით შეიქმნას სპეციალური ფორმატი, რომლის ფარგლებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის წინ და შემდეგ შედგება სახელმწიფო წარმომადგენლების მოსმენა გაფართოებულ, ან დახურულ ფორმატში;მარტის თვის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი მოვიდეს პარლამენტში დე-ოკუპაციის პოლიტიკაზე და რუსეთთან ურთიერთობებზე პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად;დროულად მიიღოს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ;ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან კოორდინაციაში გააძლიეროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახლემწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების აქტიურობა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.  ახალი მემარჯვენეები ახალი საქართველო ევროპული დემოკრატები ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია თავისუფალი დემოკრატები თავისუფლება ლეიბორისტული პარტია მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის რესპუბლიკური პარტია სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის  

ენმ მთელს საქართველოში